,,კორონავირუსი არსად გაქრება”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,კორონავირუსი არსად გაქრება, ის დარჩება მოცირკულირე, სეზონურ ვირუსად,”- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, კორონავირუსი დარჩება მოცირკულირე და სეზონურ ვირუსად, რომელთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს.

,,საუბარი იმაზე, რომ კორონვირუსის პანდემია დასრულდა და, რომ ყოველგვარი რისკის გარეშე შეგვიძლია კონტაქტი, მოძრაობა და გადაადგილება არასწორია. ინფიცირების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ. მაღალი რისკია აეროპორტები და თვითმფრინავი. ეს რისკი დარჩება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. ჩვენი მოლოდინი, რომ კორონავირუსი გახდეს ენდემური რჩება მოლოდინად და ამ შემთხვევაში, ვაქცინაცია არის აუცილებელი. თუ მივიღეთ ჯანმო-ს დასკვნა, რომ კორონავირუსი შეფასდება, როგორც ენდემური და გრიპის ვირუსის მსგავსად, წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო ვაქცინაცია, ამ შემთხვევაშიც, ვაქცინაციის გარეშე ვირუსისგან თავის დაცვა იქნება შეუძლებელი. ასე რომ კორონავირუსი არსად გაქრება, ის დარჩება მოცირკულირე, სეზონურ ვირუსად. მასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ დარჩება ვაქცინაცია,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში.

კორონავირუსის მეშვიდე ტალღა – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში” – (mcm.ge)

მსგავსი თემები