ეგვიპტეში, ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა, არიან დაღუპულები

ეგვიპტეში, ქალაქ გიზაში ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 30 ადამიანზე მეტი. არიან დაშავებულებიც.

ტაძარში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა იქ 5 000-მდე მლოცველი იმყოფებოდა. ხანძრის შემდეგ მლოცველები გაიქცნენ, რასაც ჭყლეტვაც მოჰყვა.

მსგავსი თემები