„თიბისი“ ბანკმა კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირს გადასცა, პირი დაზარალებულად ცნეს “ – ადვოკატი (ვიდეო)

ფიზიკური პირი „თიბისი“ ბანკს კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გაცემაში ადანაშაულებს და სამართლებრივ დავას სასამართლოში აწარმოებს. როგორც დაზარალებულის ადვოკატი აცხადებს, პირს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა და ამჯერად დავა 3 მილიონიანი კომპენსაციას ეხება.

„თიბისი ბანკმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ჩაიდინა დანაშაული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალექსი მთივლიშვილის მიმართ ჩაიდინა მძიმე დანაშაული და მესამე პირზე გასცა კონფიდენციალური ინფორმაცია. მივმართე სამართლებრივ ზომებს და ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მომხდარზე აღძრულია სს საქმე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცნეს დაზარალებულად. კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გვიჭირავს ხელში. ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა „თიბისი“ ბანკი. ბანკის წინააღმდეგ მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვთ  3 მილიონის  კომპენსაციას. მსგავსი რამ ევროპულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ბანკს საქმიანობის უფლებასაც ჩამოართმევდნენ და კომპენსაციასაც დააკისრებდნენ. ეს არის დადასტურებული ნათელი მაგალითი „თიბისი“ ბანკის მხრიდან საკუთარი კლიენტის მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების“ – აღნიშნა ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმამედიაცენტრ მთავარში.“

რაც შეეხება კონფიდენციალური ინფორმაციის ტიპს, როგორც ადვოკატი განმარტავს ეს ეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფინანსურ ინფორმაციას.

„ფინანსური დავალიანების, ფინანსური აქტივების დეტალური კონფიდენციალური ინფორმაცია გასცა ბანკმა მესამე პირზე, რის გამოც ჩემი დაცვის ქვე მყოფს საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა. უფრო მეტიც, ბანკი მოლაპარაკებაზეც კი არ მოდის დაზარალებულთან. რატომ გასცა ბანკმა კონფიდენციალური ინფორმაცია, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის მოტივი, მნიშვნელოვანია ფაქტი.  დავა საქალაქო სასამართლოში გრძელდება“ – განმარტავს ჯანიბეგაშვილი.

კლიენტი ბანკს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებს – ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები