რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ჩაკეტვა ისევ აქტუალურია

უკრაინის საგარეო მინისტრის განცხადებით, უკრაინული მხარის მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თავშესაფრის მიმღებთ არ უნდა შეეხოთ. როგორც დმიტრო კულება განმარტავს, საუბარია მათზე, ვინც რუსეთის ომს უკრაინაში მხარდაჭერას უცხადებს.

„რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნაწყენი არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის შესაძლო აკრძალვის გამო, შეუძლიათ, საჩივრით მიმართონ კრემლს და თანამემამულეთა იმ 70%-ს, რომლებიც მხარს უჭერენ ომს. არავინ გამოდის წინადადებით,  რომ აკრძალვა შეეხოს რუსეთის იმ მოქალაქეს, ვისაც შესაძლოა, დასჭირდეს თავშესაფარი ან ჰუმანიტარული მიზნით ევროპაში ჩასვლა“, – წერს კულება.

შეგახსენებთ, უკრაინული მხარის მოთხოვნაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაიკეტოს, რომ მათ ევროპაში მოგზაურობა ვერ შეძლონ.

 

მსგავსი თემები