ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მოსალოდნელი არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომის პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატება იქნება, თუმცა, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მოსალოდნელი არ არის.

„პანდემიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულმა გათვლებმა აჩვენა ინსტრუმენტის საიმედოობა მოკლე და საშუალო პროგნოზული პერიოდისათვის. დაავადების გავრცელების ამ ეტაპზე გაკეთებული გათვლები გვიჩვენებს დაავადების გავრცელების მზარდ დინამიკას 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომის მთელ პერიოდზე.  არსებული პროგნოზული მონაცემებით, დაავადების გავრცელების ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, დაავადების გავრცელების პიკის პერიოდშიც კი (თუ ვირუსის ახალმა ვარიანტმა რადიკალურად არ შეცვალა მისი მახასიათებლები), ჰოსპიტალისა და ICU-ს საწოლების დატვირთვა კოვიდ-პაციენტებით, არსებული რესურსის 50%-ს არ გადააჭარბებს“ – აცხადებენ ცენტრში.

მათივე კვლევით, ჩამოთვლილი მახასიათებლებით მუშავდება შესაძლო სამი სცენარი მომავალ პერიოდზე.

„ამ ეტაპზე ქვეყნისთვის რეალურთან მიახლოებული სიტუაციის პროგნოზირებით ყველაზე მიახლოებულია IHMEს მოდელირება. მიმდინარე წლის ივლისის თვეში განახლებული მოდელირებით, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, გარკვეული იმუნიტეტის მქონე (გადატანა და ვაქცინით შექმნილი) მოსახლეობის შეფასებითმა მაჩვენებელმა 98%-ი შეადგინა. მოსახლეობაში ნიღბის ტარება 30%-მდეა. მობილობა და სოციალური აქტივობა პრე-პანდემიურ მდგომარეობას 28%-ით აღემატება. მიმდინარე სცენარით, პრევენციული ღონისძიებების ამ დონეზე შენარჩუნებით და აცრების ადმინისტრირებით, ინფიცირების რაოდენობა გარკვეულად მატებაშია და პიკური მაჩვენებელი ემთხვევა აგვისტოს მეორე დეკადას. შემოდგომის პერიოდში ამ ფარგლებში გაგრძელდება შემთხვევები და კლება დუნედ გაგრძელდება, თუმცა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მოსალოდნელი არ არის“ – ასეთია ცენტრის გათვლა.

მსგავსი თემები