რუსეთი აშშ-ს ემუქრება, რომ მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს

თუ აშშ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ  აღიარებს, რუსეთი იმუქრება, რომ  ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები დასრულდება.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება აჟღერებს.  კერძოდ კი  ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრ დარჩიევი.

„კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული. თუ მსგავსი ინიციატივის რეალიზაცია მოხდება, მაშინ ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როდესაც უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება. ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, ეს გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც კი“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ მსოფლიოს ქვეყნებს არაერთხელ სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად ეღიარებინა.

 

მსგავსი თემები