რა არის კორონავირუსით გარდაცვალების ძირითადი მიზეზები?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 442.6-ია.

„2020-2022 ივლისის მდგომარეობით, COVID-19-ით გამოწევეული სიკვდილის კუმულაციური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე შეადგენს 442.6-ს. განსხვავებულია მაჩვენებლები სქესის მიხედვით, სადაც მამრობით სქესში სიკვდილიანობის კუმულაციური მაჩვენებელი 444-ია, ხოლო მდედრობით სქესში – 441.3.

2020-2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით COVID-19 გარდაცვლილთა შორის, ისევე როგორც ყველა მიზეზით სიკვდილის შემთხვევებში, სჭარბობს 60 წელს ზემოთ ასაკის კატეგორია, რომელიც შეადგენს 86.4%-ს COVID-19-ის მიზეზით ჯამური გარდაცვლილებიდან, ხოლო 60 წელს ქვემოთ ასაკი 13.6%-ს.

გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 59%-ს  აღენიშნებოდა კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი – 25.6%-ს , ხოლო ონკოლოგიური დაავადება – 5.7%-ს“ – განმარტავენ ცენტრში.

მსგავსი თემები