მსოფლიოში, კოვიდტესტირების მხრივ, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

კორონავირუსის ტესტის ჩატარების მხრივ, საქართველოში მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მსოფლიოს 50 ქვეყნიდან, საქართველო მეათე ადგილზეა.

„2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ტესტირების (PCR+ანტიგენი) მაჩვენებელი 1 000 მოსახლეზე 4 897 შეადგენდა (მათ შორის PCR ტესტირების – 1 955, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირების – 2 942). საქართველო, მსოფლიოს იმ 50 ქვეყანას შორის, რომლებიც ტესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, მე-10 ადგილს იკავებს“ – აღნიშნულია კვლევაში.

მსგავსი თემები