იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ გოგაშვილთან ციხეში ოჯახის წევრები შეიყვანეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ სუს-ის მაღალ ჩინოსანთან რუსთავში პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ოჯახის წევრები შეიყვანეს. როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს,  შეხვედრა თავად გოგაშვილის თხოვნით შედგა.

„საქართველოში, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება იმის თაობაზე, რას საუბრობს ბატონი გოგაშვილი და ნებისმიერი სახის შეთქმულების თეორიაზე. თუ მას რაიმე სახის მტკიცებულებები აქვს, უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, აღნიშNული ქმედებით გოგაშვილი კმაყოფილი იყო.

„ნამდვილად შედგა გოგაშვილის შეხვედრა მის ოჯახის წევრებთან, მისივე თხოვნით და კანონმდებლობის სრული დაცვით. ცნობილია, რომ ამ გამოძიების მასალებს გრიფით „საიდუმლო“ ადევს და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრა იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. ასევე მინდა ვთქვა,რომ ბატონი გოგაშვილი დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ. მისი ქცევაც იყო დადებითი და შესაბამისად, გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული” – განმარტა მინისტრმა.

„მოულოდნელად, ორჯერ შეგვიყვანეს ჩემს მეუღლესთან“ – გოგაშვილის ცოლი ხელისუფლებას აფრთხილებს

მსგავსი თემები