ქმარმა ცოლი 4 წლის შვილის თანდასწრებით მოკლა

ოზურგეთში, გამთენიისას მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მოკლული ქალის ძმა აცხადებს, მისი დის ყოფილი ქმარი რამდენჯერმეა ნასამართლევი და შემაკავებელი ორდერიც არართხელ ჰქონდა გამოწერილი. ბოლო ორდერი კი მკვლელობამდე რამდენიმე დღითა ადრე გამოიწერა.

როგორც მოკლულის ძმა ყვება, მკვლელობის დროს დედასთან ერთად 4 წლის შვილიც იმყოფებოდა. ბავშვი პოლიციის განყოფილებაშია  გადაყვანილი და შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ. ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ საკუთარ სახლში მოკლა. მოკლული 3 შვილის დედაა, რომელიც ოზურგეთში ქირით ცხოვრობდა.

40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

მსგავსი თემები