„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, ის რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება“ – უკრაინული მხარე

უკრაინული მარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის შემთხვევაში, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ დადგება.

„მიუღებელია სიტუაცია, როდესაც რუსმა ტერორისტებმა იარაღით დაიპყრეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და პირობებს გვკარნახობენ. „რუსმა ტერორისტებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აიღეს ატომური ობიექტი და პარალელურად თავადვე იწვევენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს. მსოფლიო თავდაყირა დადგა, მსოფლიო დღეს სულ სხვა გახდა, არ ესმის, რა ხდება… თუ რამე მოხდება, ის, რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური გუშინ ისევ დაბომბეს.

 

მსგავსი თემები