„სასიკვდილო პროგრამით ზეწოლას ახორციელებენ ჩემზე, ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია“ – საქართველოს მოქალაქე დახმარებას ითხოვს

ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დახმარებას ითხოვს. ქალბატონი მერი სუბელიანი „მედიაცეტრ მთავარს“ დაუკავშირდა და მისი პრობლემის გაჟღერება სთხოვა. საუბარია ე.წ. ფაბრიკაზე, რომელიც სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამებით ადამიანებზე ზემოქმედებას ახდენს და სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებს.

როგორც ქალბატონი მერი აცხადებს, „ფაბრიკა“, რომელმაც ის ექსპერიმენტისთვის გამოიჭირა, საქართველოში მოქმედი „ზეგ“-ის ანალოგია, რომელიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის საქმეში ფიგურირებდა.

„აქ მუშაობს ფაბრიკა, რომელიც პირდაპირ მანჰეტენზეა გახსნილი. იგივე საქმიანობას ეწევა, რასაც საქართველოში „ზეგ“-ი, რომელიც თამარ ბაჩალეიშვილი საქმეში ფიგურირებდა. ექსპერიმენტებს ატარებენ ადამიანებზე. მათი ექსპერიმენტის ერთ-ერთი მსხვერპლი მე ვარ. დახმარებას ვითხოვ. მებრძვიან განა იმიტომ რომ მაგარი ვარ, მე მათ გამოსაყენებლად დამიჭირეს. სატანისტებზე ვსაუბრობ. თავს არ მანებებენ. თითქმის ყოველ დღე მომდის ტელეფონზე გზავნილები, უცნაური ხმები, შეტყობინებები…  ინტერნეტით აკეთებენ ამ ყველაფერს, მგონია რომ სულ ჩემს გვერდით არიან, ყველაფერი იციან, ფიქრის დონეზეც კი. ქართველებს „გოი“-ს გვეძახიან, „გოიმ“ ხალხს. აბსოლუტურად უდანაშაულო ხალს იყენებენ. კომპიუტერებიდან აღწევენ ყველაგან.

„ალუნინატორ თამაშების“ პროგრამა შექმნეს, რომლითაც ადამიანებს აკონტროლებენ. მაწამებენ. წლებია მაწამებენ. სასიკვდილო პროგრამით ზეწოლას ახორციელებენ  ჩემზე, ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია.   გზა არ დამრჩენია, ხმამაღლა უნდა ვიყვირო, უნდა ვთქვა“ – გვიყვება ქალბატონი.

მან ამერიკაში და საქართველოში ადვოკატიც აიყვანა და პროკურატურას და სხვა უწყებაბსაც მიმართა.

„ტექნოლოგიური გზებით მოახერხეს ჩემი აყვანა ისრაელში და დღემდე ვიტანჯები მათი ყოველდღიური ლანძღვა-ბულინგით. ვინაიდან ამ ზეწოლას  დასასრული არ აქვს, გადავწყვიტე, აშშ-ში ამეყვანა ადვოკატი და საქმე იურიდიულად დამეწყო. ადვოკატმა არკადი ბიხმა საქმე წამოიწყო როგორც სახელმწიფო დანაშაული, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ არის. ადვოკატი საქართველოშიც ავიყვანე, რომელმაც ყველა შესაბამის უწყებას მიმართა. საქმე აღიძრა, თუმცა, შედეგი ჯერჯერობით არაფერია“ – გვიყვება დაზარალებული ქალბატონი.

რაც შეეხება კითხვას  როგორ აღმოჩნდა ის მსგავს პრობლემებში, გვიყვება შემდეგს:

„2007 წელს გავემგზავრე ისრაელში სამუშაო ვიზით, სადაც ერთ-ერთ ოჯახში მიღალატეს ოჯახში მუშაობის დროს. როგორც ჩანს, სავარაუდოდ, ამ ოჯახთან მეგობრობდა ხაკერ-ილუმინატორი. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. საქმე გვაქვს ანტიქრისტიან სატანისტებთან, არ გამოვრიცხავ, გარკვეული ჩიპიც ჰქონდეთ ჩემთან დაყენებული. ასე გრძელდება დღემდე, ვარ საშინელი ექსპერიმენტებისა და  წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ვიმყოფები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ვითხოვ დასრულდეს ეს სადიზმი“ – გვიყვება ქალბატონი მერი სუბელიანი, რომელიც დახმარებას ითხოვს.

მისივე ინფორმაციით,  საქმეში ფიგურირებს დავით კეზერაშვილიც.

„მან მთელი მისი სანათესაო დაასაქმა ამ ბიზბესში. ვინ არიან ესენი ვისაც ჩემი გულის გასკდომა სურს ხელოვნურად? არ უნდა დავინტერესდეთ? იქნებ სხვებსაც უკეთებენ საქართველოში უხმოდ და იმუტომ იხოცება ამდენი ახალგაზრდა? მსურს დასრულდეს ეს ტრეფიკინგ სერვისი ყოველდღიური , რომელიც გუგლში , ფეისბუქში და სხვა დასხვა ფუნქციებში აქვთ შეყვანილი“ – გვიყვება ქალბატონი.

მისი ინფორმაციით, ასევე ცნობილია ის ორგანიზაციები და ადამიანები,  ვინც ამ საქმეშია ჩართული და მზად არის კონკრეტული გვარ-სახელებიც დაასახელოს როგორც აშშ-ში, ისე სქართველოში.

 

მსგავსი თემები