„მოულოდნელად, ორჯერ შეგვიყვანეს ჩემს მეუღლესთან“ – გოგაშვილის ცოლი ხელისუფლებას აფრთხილებს

​გოგაშვილის მეუღლე სახელისუფლებო უწყებებს მიმართავს და აფრთხილებს. როგორც თეა მარტყოფიშვილი აცხადებს, თუ მისი ოჯახს  რომელიმე წევრს ან რომელიმე ახლობელს რაიმე ზიანს მიაყენებენ ან ქუჩაში რაიმე პროვოკაციას მოუწყობენ, პირადად მათ აკისრებს პასუხისმგებლობას.

გოგაშვილის ოჯახმა დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

„მინდა,  მივმართო იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს – თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან რომელიმე ახლობელს რაიმე ზიანს მიაყენებენ ან ქუჩაში რაიმე პროვოკაციას მოგვიწყობენ, პირადად მათ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, მათ შორის ჩემი მეუღლის უსაფრთხოება არ არის დაცული მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

მის [ბიძინა ივანიშვილის] გარეშე ხომ არაფერი ხდება, სპეცოპერაციაც მის გარეშე არ იქნებოდა დაგეგმილი. ყველაფერი თანხმდება ბიძინა ივანიშვილთან და ისე ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ აკრძალული გვქონდა ტელეფონზე საუბარი, კომუნიკაცია, შეხვედრაც და მოულოდნელად, ორჯერ შეგვიყვანეს ჩემს მეუღლესთან. თუკი არ შეიძლებოდა, როგორ მოხდა ჩვენი შესვლა იქ?!“, -აცხადებს გოგაშვილის მეუღლე.

 

მსგავსი თემები