„ვერ ვხედავ პრობლემას, თუ თბილისში რუსული ნომრით ავტომობილი გადაადგილდება“ – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთამ რუსულნომრიან სატვირთო მანქანაზე ისაუბრა, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კალაძე განმარტავს, ამ მანქანას მერიასთან კავშირი არ აქვს.

„თბილისის მერიის განცხადება მოისმინეთ? არ დაგაკმაყოფილათ?! არცერთი კონტრაქტორი, რომელიც მუშაობს და თბილისის მერიას ჰყავს აყვანილი, ეს ავტომობილი არ არის მათი. გარდა ამისა, სხვადასხვა მშენებლობები მიმდინარეობს კონკრეტულ გამზირზე. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში. რამეს გაუგებრად ვსაუბრობ? მერიას ჰყავს კომპანიები, ვინც კონკრეტულ სამუშაოებს ასრულებს”, – აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ავტომანქანაზე, რომელიც რეაბილიტაციის ზონაში მოძრაობს რუსული სანომრე ნიშნი აქვს მიკრული. მერიის განცხადებით, რომელიც გუშინ გავრცელდა, სატვირთო ავტომანქანის გადაადგილება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ უკავშირდება და ის მერიის არცერთი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.

მსგავსი თემები