ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დნეტროპეტროვსკიზე თავდამსხმელებს პასუხს აგებინებს

„რაც უფრო მეტი დანაკარგი ექნება, მით უფრო მალე გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას უკრაინაში“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და დასძენს, რომ უკრაინელი სამხედროები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეტროპეტროვსკიზე განხორციელებულ თავდასხმას.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, თავდასხმას 13 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„13 ადამიანი დაიღუპა მარგანცზე ოკუპანტების დარტყმისგან. კიდევ ათზე მეტი დაჭრილია, ხუთი კი მძიმე მდგომარეობაშია. ეს რუსული ტერორის მორიგი გამოვლინებაა, როგორც დარტყმები მიკოლაევზე, ხარკოვზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო შორ მანძილზე მოქმედი, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს სასტიკი ომი“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები