სექტემბრიდან ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება – რა სიკეთეს მიიღებს საქართველოს მოსახლეობა?!

სექტემბრიდან, საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი მოდელი შეიცვლება. ბაზარზე კონკურენცია გაჩნდება, რაც ფასების ცვალებადობაზეც იქონიებს გავლენას.

ერთ-ერთი სიახლე კი ის არის, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასები საათობრივად მერყევი იქნება და შესაბამისად, არს კონკრეტულ ქვეყანაზე ვიქნებით ჩამოკიდებული, რომ ელექტროენერგია მისგან შევისყიდოთ.

უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს ბაზრის გახსნა, როგორც აისახება ის მოქალაქეებზე, როგორ იმოქმედებს ფასებზე, შეგვეძლება თუ არა, მოქალაქეებმა თავად განსაზღვროს რომელი ელექტროენერგია შეისყიდონ, ამ და სხვა საკითხებზე,   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ 11:00 საათზე ისაუბრებს.

მსგავსი თემები