„სიცხე აქვს, გამხდარია და წონაში იკლებს“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკაში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც პრეზიდენტის დედა აცხადებს, მის შვილს სიცხე აქვს, გამხდარია და წონაში იკლებს.

გიული ალასანია ვარაუდობს, რომ სააკაშვილს ანთება აქვს და დამატებით გამოკვლევებს ელოდება.

„ისეთი მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ სიცხე აქვს. რაღაც ანთებითი პროცესია და ალბათ, დამატებით გამოკვლევებს გაუკეთებენ ამასთან დაკავშირებით. გამხდარია, წონაში იკლებს. როცა მივედი, მაშინაც იწვა, მაგრამ მერე ნელ-ნელა ადგა და გადმოვიდა სავარძელზე.

ერთადერთი ჩვენი საუბრის თემა იყო ექიმები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ, როდის ჩამოვლენ, ყველაზე აქტუალური ახლა ეს არის ჩვენთვის“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები