„ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ვიდეომასალას ითხოვს

ცენტრი „ემპათია“ ოფიციალურად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისა და  გორის სამხედრო ჰოსპიტალში 27 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალაზე წვდომას.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ექსპერტიზა სათანადო  საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად არ ჩატარებულა.

„ჩვენ გვაქვს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები და შესაბამისად, მოვითხოვეთ საგამოძიებო უწყებიდან მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან  გლდანის მე-18 დაწესებულებაში გაყვანის ვიდეომასალა, რათა ის სრულად შევისწავლოთ. ასევე, შევისწავლოთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ძალადობრივი ინციდენტი, განხორციელებული 27 დეკემბერს. გარდა ამისა, ვითხოვთ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან წვდომას. ეს ექსპერტიზა არ არის ჩატარებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. გვაინტერესებს რა არის ჩატარებული და რა შედეგები არის ამ ბაზაში ასახული“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები