უკრაინის დანაღმული ტერიტორიების განაღმისთვის აშშ 89 მილიონს გამოყოფს

ომის პარალელურად, დანაღმული ტერიტორიები, სოფლები და ქალაქები უკრაინისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დღე არ გავა, ნაღმები არ აფეთქდეს და მსხვერპლი არ მოყვეს. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, შტატები უკრაინაში გამნაღმველი ჯგუფების მუშაობას დააფინანსებს.

შეერთებული შტატები 89 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს დანაღმული ტერიტორიების გასასუფთავებლად. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საუბარია უკრაინაში  დაახლოებით 100 გამნაღმველი ჯგუფის განთავსებაზე, მათ მომზადებასა და აღჭურვაზე.

„უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებულმა შემდგომმა შეჭრამ ქვეყნის დიდი ნაწილი ნაღმებით, აუფეთქებელი ჭურვებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაფარა. თვითნაკეთი ასაფეთქებლების  ისეთი გამოყენება, როგორსაც უკრაინაში რუსი აქტორების მიერ ვხედავთ, ადრე მხოლოდ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული. ეს ფეთქებადი საფრთხეები ბლოკავს ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას, აჭიანურებს რეკონსტრუქციის მცდელობებს, ხელს უშლის დევნილების სახლებში დაბრუნებას და აგრძელებს უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და დასახიჩრებას”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი თემები