„ახალი ტალღის შესაკავებლად, ქვეყნებმა დროული ზომები უნდა მიიღონ“ – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოუწოდებს, ყველა ზომა მიიღონ ვირუსის ახალი ტალღის შესაკავებლად. ჯანმო-ს  საერთაშორისო წესების (IHR) საგანგებო კომიტეტის განცხადებით, COVID-19 კვლავ საგანგაშოა. მიმდინარე პანდემია რჩება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობად.

„გენერალური დირექტორის რეკომენდაციაა, რომ გაგრძელდეს რიგი პრევენციული ღონისძიებების შესრულება, ქვეყნებმა აღადგინონ განახლებული მიდგომებით ტესტირების რეჟიმი და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ვაქცინაციას და ბუსტერის ადმინისტრირებას იმუნიტეტის გასამყარებლად. ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ინფიცირების ახალი ტალღის შესაკავებლად დროულად მიიღონ რეაგირების რიგი ზომები, როგორიცაა ვაქცინაცია და ბუსტერის ადმინისტრირება, ნიღაბის ტარება, რათა აცილებული იქნას ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გადატვირთვა და შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში აცილებული იქნას მეტად მკაცრი ზომების შემოღება, რაც დიდ ტვირთად აწვება ქვეყნის ყველა სექტორს“ – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები