დაწყებულია კოვიდის შემთხვევების მატება და ეპიდ-პარამეტრების ზრდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მზარდია. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გარდაცვალების მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

„2022 წლის გაზაფხულის პერიოდის გავლის შემდგომ, ევროპის რეგიონსა და მათ შორის საქართველოშიც დაწყებულია კოვიდის შემთხვევების მატება და ეპიდ-პარამეტრების ზრდა. მიუხედავად ზრდისა, გარდაცვალების მაჩვენებელი გლობალურად მეტ-ნაკლებად სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება. მატების ძირითადი გამომწვევია BA.4 და BA.5 ვარიანტების ცირკულაციის ზრდა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისა, ახალი შემთხვევების სწრაფი მატებისას, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, შესაძლოა ზეწოლის მნიშვნელოვანი გაზრდა ჯანდაცვის სისტემაზე. განსაკუთრებით ლაბორატორიულ სექტორსა და პირველად ჯანდაცვაზე, რაც დინამიკაში რესურსის მობილიზების და საპასუხო ქმედებების სწრაფ განხორციელებას საჭიროებს“ – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები