ესტონეთის პრემიერის განცხადებით, რუსეთთან ტურიზმი უნდა შეწყდეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საკუთარ სოციალურ გვერდზე გზავნილს ავრცელებს და რუსეთთან ტურიზმის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

„შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება. რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლა დახურულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვება (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია – წვდომის ერთადერთი წერტილები). დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან ახლავე“, – წერს პრემიერი.

მსგავსი თემები