„რუსების იზოლაციას პერსპექტივა არ აქვს“ – პესკოვი

რუსეთი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას პასუხობს, სადაც  ზელენსკი რუსებისთვის საზღვრების ჩაკეტვას ითხოვს. როგორც კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, ამ იდეას პერსპექტივა არ გააჩნია.

„აზროვნების ირაციონალურობა ამ შემთხვევაში მასშტაბურია. ეს შეიძლება მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეფასდეს. რუსების იზოლაციის ან რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს” – აცხადებს  პესკოვი.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვარი ჩაუკეტონ.

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს სთხოვს, საზღვარი რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ

მსგავსი თემები