კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა კვლევა გამოაქვეყნა, მის მიხედვით, 1-ელი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა.

კვლევის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში – 1.4% შეადგინა.

ასევე, კვლევაში საუბარია, რომ სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღინიშნა ლეტალობის 53 (34.6%) შემთხვევაში.

რაც შეეხება რეინფიცირებას, 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა.

 

მსგავსი თემები