„თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას“ – მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს.

პოდოლიაკის აღნიშნული შეფასება იმ განცხადებების პასუხია თითქოს, უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს და ასევე, თითქოს საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან.

„თუ მსგავსი სამხილების წარდგენა საჭირო იქნება, მას სრული სახით წარადგენენ. დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს“ – აცხადებს პოდოლიაკი.

რაც შეეხება საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას, პოდოლიაკის შეფასებით, საქართველო უკვე ომშია.

„საქართველო რა, არაა უკვე ომში? არ აქვს პრობლემა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში? თუ ისინი ლამაზი რეგიონებია, იქ ხომ კრიმინალური ანკლავებია… არავინ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, გთხოვენ, რომ პირდაპირ თქვათ და არა მარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი იმაზე, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი, თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეზე, ან იმ ქვეყნის მხარეზე, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს. თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში“ – აცხადებს პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები