„2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა“ – რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აგვისტოს ომსა და რუსულ აგრესიაზე წერს. როგრც სტეფანცუკი აღნიშნავს, 2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა.

„08.08.08 რუსეთმა შეწყვიტა „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და გადაწყვიტა დაესხას თავს საქართველოს. მაშინ სამყარო არ გამოფხიზლდა. რუსეთმა კი იგრძნო დაუსჯელობა და მიხვდა, რომ ასე მოქცევა შეიძლება. 2014 წელს მსოფლიომ იხილა „მწვანე კაცუნები“. მსოფლიომ ეს დაგმო, მაგრამ „ღრმა შეშფოთებაზე“ მეტი ვერ გაბედა. სამაგიეროდ, გაბედა რუსეთმა და 2022 წლის თებერვალში დაიწყოს ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში. რუსეთი უსასტიკეს ომს აწარმოებს და აჩვენებს მსოფლიოს, რომ უკრაინის ქალაქების რაკეტებით დაბომბვა შესაძლებელია“ – წერს სტეფანჩუკი.

მისივე შეფასებით, დღეს აგრესორის შეკავება მხოლოდ იზოლაციით შეიძლება.

„მინდა, მსოფლიომ ერთხელ და სამუდამოდ გააცნობიეროს – ჩვენი ქვეყანა იბრძვის მონსტრთან! იბრძვის არა მხოლოდ თავისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის. იბრძვის ბოროტების არმიასთან, ველურ ბარბაროსებთან! ამიტომ ჯერ კიდევ მაშინ, 2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა, დღეს კი აგრესორისა და ტერორისტი სახელმწიფოს მხოლოდ იზოლაციაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომის ეპიდემია გაგრძელება. არ დაგავიწყდეთ! არ აპატიოთ! არ დაიღალოთ!“, – ასეთია სტეფანუკის გზავნილი.

მსგავსი თემები