„დროა უკვე, ახლა უკვე მემუარებს დაგიწერთ“ – რას აპირებს ამირან გამყრელიძე?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 10 წელი ცოტა არა არის ამ სისტემაში და უკვე დროა, მემუარების წერაზე გადავიდეს.

ეპიდემიოლოგმა საკუთარი საქმიანობის გადაბარების პროცესი დაიწყო და აცხადებს, რომ დროა, საქმე ახალგაზრდებმა გადაიბარონ.

„დროა უკვე, 10 წელია ვარ. კოვიდ პანდემია თანდათან უკან იხევს, დღევანდელი მონაცემებიც დამამშვიდებელია.  დაპირისპირება არ არის. ახალი გუნდია, ძალიან კარგია, მოვიდნენ ახალგაზრდები, მე უკვე არა ვარ პატარა, დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაში ვარ. ახლა დაგიწერთ მემუარებს.  როგორმე 2 თვე ცოტა დავისვენო. მერე დავბრუნდები, რამდენიმე უნივერსიტეტი მთხოვს, რომ ლექციები წავიკითხო. მაქვს ჩემი ძალიან კარგი სამეცნიერო ჯგუფი იმ დარგში, რითაც მე დავიწყე საექიმო მოღვაწეობა, ეს არის – ალერგია, ასთმა და იმუნოლოგია, ძალიან კარგ ახალგაზრდებს ვზრდით იქ და მე მგონია, რომ საქმე ბევრი მექნება. რა თქმა უნდა, ნოსტალგია ბევრი მექნება, მაგრამ ასე ჯობია დღეს,” – აღნიშნა გამყრელიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები