ამერიკა უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება

აგვისტოს თვეში უკრაინა ამერიკისგან ფინანსური დახმარების მორიგ ნაკადს მიიღებს. თანხა ძირითადად სოციალურ პაკეტს, ინფრასტრუქტურასა და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

„შტატები უკრაინას 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, რომ მას ფუნქციონირებასა და ომის შედეგად გამოწვეულ ბიუჯეტის დეფიციტთან გამკლავებაში დაეხმაროს“  – აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გზავნილში.

რაც შეეხება თანხის მიმართულებას, ეს იქნება: საავადმყოფოების აღდგენა და გამართვა, სკოლების მოწესრიგება, ჰუმანიტარული დახმარება, საჯარო მოხელეების, ჯანდაცვის მუშაკებისა და მასწავლებლების ხელფასები და სხვა.

თანხის პირველი ნაკადი მიმდინარე თვეს გამოიყოფა.

 

მსგავსი თემები