„უნდა დაიწყოს დეპოლარიზაციითა და დასრულდეს დეოლიგარქიზაციით“ – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე აგვისტოს ომის 14 წლისთავის აღსანიშნავად ევრობლივ გაცხადებას ავრცელებენ, სადაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ.

„როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებაში ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ეს მხოლოდ წარმოადგენს შემდგომ მტკიცებულებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია“, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებში.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, რომ შეასრულონ 12 პუნტიანი გეგმა.

„შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებს, რომელიც მჟღავნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, დააზიანოს საქართველოს შესაძლებლობა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში. ერთადერთი გზა, რომ საქართველომ თავი დაიცვას კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა სახის თავდასხმებისგან, არის ყველაფრის გაკეთება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პირობის შესრულება უახლოეს მომავალში, და ეს  უნდა დაიწყოს დეპოლარიზაციითა და დასრულდეს დეოლიგარქიზაციით.

ოლიგარქების გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიებზე კარგად ცნობილი ფენომენია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებაში ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ  ივანიშვილი სსეთი ოლიგარქი არ არის, ეს მხოლოდ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც აქვს კონკრეტული გავლენა, რადგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოდიან მის დასაცავად“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები