ჩინეთმა ნენსი პელოსისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსისა და მის ოჯახს ჩინეთმა ტაივანში ვიზიტის გამო, სანქციები დაუწესა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ნენსი პელოსიმ ჩინეთის შეშფოთება, რომელიც მის ტაივანში კუნძულს შეეხებოდა, უგულებელყო. მისივე ცნობით, პელოსის ვიზიტი პროვოკაციული იყო, რაც ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.

მსგავსი თემები