,,მსურს, მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული”- თორნიკე რიჟვაძე

,,მსურს მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას,”- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია და პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს ტურისტული სეზონის ჩაშლას.

„მსურს, მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. ის მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს, რომ როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის ჩაშლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იყოს თავიდან აცილებული და წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები