,,არ ვიცი რა აქვს სანერვიულო, მით უმეტეს თუ ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი”- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას.

,,არ ვიცი რა აქვს სანერვიულო, მით უმეტეს თუ ის ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი, მაშინ არ ვიცი მისი ნერვიულობა, ასეთი და ასეთი აქტიურობა, ორგანიზებული კამპანია რას შიძლება მივაწერო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგაოდების ფართო ნდობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

,,რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას”- ირაკლი კობახიძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები