,,ნატო-ს ორი ამოცანა აქვს: მხარი დაუჭიროს უკრაინას და არ დაუშვას კონფლიქტის გადაზრდა ნატო-სა და რუსეთს შორის ომში”- იენს სტოლტენბერგი

,,ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ფულადი ერთეულით ფასდება, ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, ადამიანის სიცოცხლით იზომება,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის  თქმით,  დასავლეთი უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერისთვის შესაბამისს ფასს იხდის.

„ჩვენ ვიხდით ფასს უკრაინის დახმარებისთვის – სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერისთვის; სანქციებისთვის, რომელმაც გამოიწვია ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა ჩვენს ქვეყნებში. მაგრამ გახსოვდეთ – ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ფულადი ერთეულით ფასდება, ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, ადამიანის სიცოცხლით იზომება. ყოველდღიურად იქ ასობით გარდაცვლილი და დაშავებულია“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ორი უმთავრესი ამოცანა აქვს.

„ამ კონფლიქტში ნატო-ს ორი ამოცანა აქვს: მხარი დაუჭიროს უკრაინას და არ დაუშვას კონფლიქტის გადაზრდა ნატო-სა და რუსეთს შორის ომში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვის უფლებას. უკრაინელმა ხალხმა გამოავლინა დიდი სიმამაცე მთელი ომის განმავლობაში“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები