რუსეთმა ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბა – დაიღუპა რვა ადამიანი

დონეცკის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს. შეთხვევის შედეგად დაიღუპა რვა და დაშავდა 4 ადამიანი.

,,8 დაღუპული, 4 დაჭრილი – ასეთია ტორეცკის დაბომბვის შედეგები, რაც რუსებმა დღეს დაახლოებით, 11:00 საათზე განახორციელეს. ოთხ დაშავებულს შორის სამი ბავშვია.

წინასწარი ინფორმაციით, გასროლა მოხდა საარტილერიო დანადგარებიდან. ჭურვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაეცა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, რუსებმა დააზიანეს ეკლესია და დაჭრეს ადგილობრივი მღვდელი. დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები”, – წერს კირილენკო სოციალურ ქსელში.

გუბერნატორის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

,,რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას – ყოველდღე გვყავს დაღუპულები და დაჭრილები. ყველა, ვინც ჯერ კიდევ დონეცკში რჩება, თავს სასიკვდილო საფრთხეში იგდებს.

მივმართავ რეგიონის ყველა მაცხოვრებელს, ნუ გახდებით რუსეთის სამიზნე, დროულად მოახდინეთ ევაკუაცია”, – აღნიშნავს გუბერნატორი.

მსგავსი თემები