ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას ამერიკელი კალათბურთელის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი.

„დღეს ამერიკელი მოქალაქე ბრიტნი გრაინერს პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს და ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცის: რუსეთმა უსამართლოდ დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია. მე მოვუწოდებ რუსეთს, გაათავისუფლოს ის დაუყოვნებლივ, რომ მან შეძლოს თავის მეუღლესთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ყოფნა. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა დააბრუნოს ბრიტნი და პოლ უილანი სახლში უსაფრთხოდ, რაც შეიძლება მალე“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს  ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ კალათბურთელი დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში ცნო.

მსგავსი თემები