,,რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება, თუ რაშია საქმე”- მამუკა მდინარაძე

,,საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება, თუ რაშია საქმე,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კამპანია საქართველოში ტურიზმის სფეროს ჩამოშლის სურვილს უკავშირდება.

„გუშინ აცხადებდნენ, რომ უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა რუსი ტურისტების, გაჩვენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას, სადაც 2019 წელს შემოსულია მილიონ 472 ათასი რუსი ტურისტი და 2022 წელს შემოსულია 247 ათასი რუსი ტურისტი, აქ უპრეცედენტობა ტყუილია. 2018 წელს შემოვიდა მილიონ 405 ათასი. ახლა ჩვენ ვამხილეთ მათი ფეიკიუპრეცედენტობა არის ტყუილი. ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში ტურიზმის სფერო. როდესაც მათ თავად გაუუქმეს რუსებს ვიზა და ახლა გვეუბნებიან, როგორ შემოდიან რუსი ტურისტები საქართველოში. საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება, თუ რაშია საქმე. ტურიზმის დაკავშირება ასეთ ნარატივებთან, როგორიცაა მათ მიერ მოგონილი შავი ხვრელი, სანქციების არიდება, არის უბრალო ტყუილი. ტურიზმი ამ ქვეყანაში მოიცავდა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, ეს უბრალოდ მოგონილი ამბავია იმისთვის, რომ ვიღაცებს დააჯერონ, თითქოს აქ პრობლემა გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ტყუილია, თითქოს უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, პირიქით ნაკლებია შემოსული. ჩვენ თავის მართლება გვიწევს იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, რაც მოგონილი ამბავია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები