,,სწყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით”- რუსები ქართულ ბარზე კიბერშეტევას ახორციელებენ

თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე “დედაენის ბარზე” რუსები კიბერშეტევას ახორციელებენ.  აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად ბარის Facebook-გვერდზე 2 აგვისტოს გავრცელდა.

,,სწყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით, 1*იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის “ადამიანი” რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად.

რუსები უკმაყოფილოები არიან რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს.

მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ რუსეთის და მისი იმპერიალისტური იდეების დასამარებას,” – ნათქვამია ბარის განცხადებაში.

ბარის დამფუძნებელმა დათა გურჯიევმა დღეს გაავრცელა ინფორმაციას, რომ ს  „დედაენის ბარზე“ კიბერშეტევა მიმდინარეობს და ბარს სოციალური მედიის მართვაში გარკვეული ადამიანების დახმარება სჭირდება.

,,SOS
კიბერშეტევა დედაენის ბარზე ისევ გრძელდება,
5000 შეფასება მხოლოდ გუგლზე, მუქარის შემცველი კომენტარები ყველა სხვა სოც მედიაზე.

ჩემს პირად პოსტებს არეპორტებენ და შლიან”,- წერს ბარის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.

რუსების გაღიზიანება, ბარში არსებულმა ,,სავიზო რეჟიმმა” გამოიწვია, დაწესებულებაში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეები სწორედ ბარის ვებვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ და გარკვეულ პუნქტებს დაეთანხმონ. მოთხოვნები  პუტინის დიქტატორად აღიარებას და  რუსეთის უკრაინაში აგრესიის დაგმობას მოიცავს.


მსგავსი თემები