,,ეს არის მიზანმიმართული, ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო”- კობახიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე

,,ეს არის მიზანმიმართული, ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლებას ქსენოფობიაზე მკაცრი პასუხი ექნება.

„მაგალითად, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი, რაც სრული ტყუილია. რეალურად, ერთი პროცენტიც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, ყველაფრიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ აქ დავაწესოთ შეზღუდვები, სანქციები და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი“, – აღნიშნავს კობახიძე.

მსგავსი თემები