,,არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას  კავშირი არ აქვს 12 პუნქტთან”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ,,მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ საერთო განცხადებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად ასახელებენ.

კობახიძისთვის აღნიშნული განცხადების შინაარსი გაუგებარია და აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ დადგენნილი 12 პუნქტის შესრულებასთან წერილში მოცემული პირობები კავშირში არ არის.

„რეალურად, არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ 12 პუნქტთან, რომელიც მოცემულია ევროკომისიის დასკვნაში, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია, ამ წერილის შინაარსი. ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვაქვს მსჯელობა, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გავაგრძელებთ ამ გეგმით მუშაობას“, – განაცხადა კობახიძემ.

,,დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლა, ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში”- ,,მოქალაქეები” და ,,გირჩი” – (mcm.ge)

მსგავსი თემები