ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთანაა კავშირში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარი ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთანაა კავშირიში. მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს  და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის.

,,რაც შეეხება ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიც არის ახლა გააქტიურებული, საკითხი სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, ესეც ახლა გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. ჩვენ იცით, რომ არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, აღადგინა უვიზო მიმოსვლა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა როცა საუბარია ამ ნარატივის გაგრძელებაზე, მაქსიმალურად ჩვენ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვმოქმედებთ ყოველთვის ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და არა რაღაცა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც შემოტანილია ისევ და ისევ კონკრეტული ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან. არავის ინტერესი რეალურად გარდა ერთისა არ გააჩნია, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში, აი ეს არის ინტერესი და ყველა ასეთი კონკრეტული შემოთავაზებები ემსახურება ამ ინტერესს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები