,,არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს”- მიხეილ სარჯველაძე

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე  „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ საერთო განცხადებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად ასახელებენ.

სარჯველაძის თქმით, არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

„არ შეიძლება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა სამართლებრივ აქტზე მაღლა დადგეს. სამართლებრივი პროცედურები დაცვას და პატივისცემას მოითხოვს. პოლიტიკაში ვინმეს მოსვლაზე ან წასვლაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. შესაბამისად, არ შეიძლება, ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს. გარკვეული კითხვები გვექნება ოპოზიციონერი დეპუტატების ამ მოწოდებებზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები