,,ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო, დამიღუპეს შვილი”- გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა

თბილისში,  უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის გიორგი დემურიას გარდაცვალებაში ოჯახი ექიმს ადანაშაულებს. გარდაცვლილილი ბავშვის დედა აცხადებს, რომ  მოზარდს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

,,ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. ექიმს დავაბარე ჩემი შვილი. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე რა დაემართა ჩემს შვილს”,- განაცხადა დაღუპულის დედამ.

,,ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო”- თბილისში, მანაგაძის კლინიკაში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა – (mcm.ge)

მსგავსი თემები