,,ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, დეოლიგარქიზაციაზე სამუშაო ვერსიად უკრაინული კანონმდებლობა იყოს გამოყენებული”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას  დეოლიგარქიზაციაზე სამუშაო ვერსიად უკრაინული კანონმდებლობა შესთავაზა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს წარმოდგენა არ აქვთ რომელი მოდელები არსებობს.

„ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ სამუშაო ვერსიად უკრაინული კანონმდებლობა იყოს გამოყენებული. ოპოზიცია მოდელებზე კი საუბრობს, მაგრამ რა მოდელები არსებობს, მგონი, თავად წარმოდგენა არ აქვთ. ამ მიმართულებით უკრაინასაც აქვს რეკომენდაცია მიცემული, ისევე, როგორც მოლდოვასა და საქართველოს. განსხვავება ერთადერთია – უკრაინას, რომელსაც ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული აქვს, ევროპის კავშირის მხრიდან რჩევა მიეცა, რომ ამ კანონმდებლობის იმპლემენტაცია მოხდეს. რასაკვირველია, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ერთგვაროვნად განხილული და ერთგვაროვანი პრობლემები, რაც ამ სახელმწიფოების დღის წესრიგში შეიძლება, იდგეს, ევროკავშირის მხრიდან უკრაინას წახალისება აქვს საკანონმდებლო აქტზე. ეს საკმარისია, რათა ლოგიკურად იყოს მიჩნეული, რომ უკრაინაში მიღებული საკანონმდებლო აქტი, როგორც პროექტი და საბაზისო ვერსია განხილული იყოს სამუშაო ფორმატში. თუ სხვა მოდელი არსებობს, უნდა იყოს სამუშაო ფორმატში წარმოდგენილი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები