,,ნებისმიერი ტერორისტული აქტი და პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე, მტკიცედ იქნება აღკვეთილი”- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოები არიან განლაგებული, საფრთხეს წარმოადგენს.

„ვხელმძღვანელობთ რა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით, ნებისმიერი ტერორისტული აქტი და პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე, მტკიცედ იქნება აღკვეთილი და საპასუხო ღონისძიებები უფრო გამანადგურებელი იქნება“, – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მსგავსი თემები