ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს და აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.  განცხადებაში ევროკავშირი მხარეებს, ცეცხლის შეწყვეტის სრული დაცვისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული დაცვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

ევროკავშირი რჩება ერთგული, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი განცხადებაში.

მსგავსი თემები