,,ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო”- თბილისში, მანაგაძის კლინიკაში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში,   მანაგაძის სახელობის კლინიკაში 7 წლის გიორგი დემურია გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბიჭს საოპერაციოდ ამზადებდნენ, მოზარდი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა.

გარდაცვლილილი ბავშვის დედა აცხადებს, რომ  7 წლის გიორგი დემურიას ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

,,მე ბავშვმა მითხრა, არ დამტოვოო და ხელი მომკიდა… ვუთხარი, ნარკოზის გაკეთების დროს შემიყვანეთ-მეთქი. მერე ნარკოზისტმა გაუკეთა ნარკოზი, ვენაში შეუყვანა. ბავშვმა ხელი ასე დაიდო და ვიხრჩობიო მითხრა. ვიხრჩობიო. ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო და თვალები გადააყირავა… ნარკოზისტმა თქვა, ეს იცისო ნარკოზმაო, თქვენ უნდა გახვიდეთო, მე მივხედავ ყველაფერსო, ხოდა გამომიშვეს აქეთ. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი,”- განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ ბაია ინჯგიამ.

მსგავსი თემები