,,კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს არ მალავს, მედვედევის დღევანდელი განცხადება გასაკვირი ნამდვილად არ არის”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

მელიას განცხადებით, კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს არ მალავს და მედვედევის დღევანდელი განცხადება გასაკვირი არ არის.

,,კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს არ მალავს. ისინი ქვეყნებზე სამხედრო თავდასხმებით ცდილობენ აღადგინონ საკუთარი იმპერია. სწორედ ამას ვადევნებთ თვალს ჩვენ უკრაინაში, სწორედ ამასთან გვქონდა საქმე 2008 წელს საქართველოში, თუმცა მედვედევის დღევანდელი განცხადება, რომელიც მოგვიანებით წაიშალა, გასაკვირი ნამდვილად არ არის, მეტიც, საწყენი ის არის, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, თავისი ქმედებით, საკუთარი რიტორიკით არაფერს განსხვავებულს არ საუბრობს, ვიდრე ბატონი მედვედევი და ბატონი პუტინი. დიახ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დღეს არ წარმოადგენს სუვერენულ ხალხს, ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდნენ კრემლის სცენარის მოთამაშეები. ბევრი მათგანი უნებლიედ, ბევრი მათგანი განზრახ ახორციელებს კრემლის პოლიტიკას და აქედან გამოსავალი არის ერთადერთი-ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ უნდა ჩამოიშოროს ხელისუფლება, რომელიც სუვერენული არ არის და არც დასავლური ღირებულებების”,-განაცხადა ნიკა მელიამ.

,,საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა”- დიმიტრი მედვედევი – (mcm.ge)

მსგავსი თემები