,,არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის.

მისივე თქმით, აღნიშნული თემების ერთმანეთთან დაკავშირება და სავაჭრო თემებად გამოყენება კატეგორიულად გამოსარიცხია.

„რაც შეეხება საკითხს, თუ რაზე შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციაზე, რასაკვირველია, შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს. არ შეიძლება, განცხადება მისი პოლიტიკად გასვლის თაობაზე სასჯელის აღსრულების საკითხთან დაკავშირებით. სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის. ამის ერთმანეთთან დაკავშირება და სავაჭრო თემებად გამოყენება კატეგორიულად გამოსარიცხია. არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს და პოლიტიკაზე არსებითი გავლენა იქონიოს. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები