საფრანგეთში ქართველი კაცი, ყალბი პასპორტის გამოყენებით თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა

ფრანგული მედიის ინფორმაციით,  საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ყალბი პასპორტით ჩასული ქართველი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა.

არსებული ცნობით, 60 წლის ქართველი კაცი  ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრში მივიდა და საფრანგეთში დროებით ბინადრობის ნებართვის მიღება მოითხოვა.

კაცმა ყალბი პასპორტი წარადგინა, თუმცა თანამშრომლების მოტყუება ვერ შეძლო.

მსგავსი თემები