,,მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ, საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით”- პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

მანჯგალაძის თქმით, მედვედევმა არც ისტორია იცის და რუსულ იმპერიულ ნააზრევს წარმოადგენს.

„რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მას პრეტენზია ჰქონდა, ყოფილიყო ზესახელმწიფო და აღმოჩნდა, რომ უკრაინასთან მთელ რიგ ხაზზე აქვს სერიოზული ზიანი და მარცხი. სასოწარკვეთილ მედვედევს რა დარჩენია იმის გარდა, რომ უკრაინაში მარცხი დააკომპენსიროს საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე საუბრით? მან არც ისტორია იცის და რუსულ იმპერიულ ნააზრევს წარმოადგენს. მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ და ვინმემ აუხსნას მათ, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია და საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას იყო ჭაობი, უფრო მეტიც, საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით. „ქართულმა ოცნებამ“ კეთილი ინებოს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც გააკეთოს საქართველოს სახელით, თუ რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელი ვართ. ამაზე მეტიც უნდა გავაკეთოთ – იყო ამერიკელი კონგრესმენის განცხადება, რომ საქართველოს სჭირდება თანამედროვე შეიარაღება, ზუსტი და მობილური „ჰაიმარსები“ და არამარტო „ჰაიმარსი“ უნდა იყოს საქართველოში, უნდა იყოს თანამედროვე დასავლური შეიარაღება, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის საფრთხის მოგერიება შეძლოს,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

,,საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა”- დიმიტრი მედვედევი – (mcm.ge)

მსგავსი თემები